„ჩვენ არ გავყიდეთ პარტია, შალვა შავგულიძემ გადადგა ეს ნაბიჯი“ – „თავისუფალი დემოკრატების“ სიის#1 „მედიაცენტრ მთავარში“

„შალვა შავგულიძეს უნდოდა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთება, ამბობდა თუ მათ შევუერთდებოდით პარტია გადარჩებოდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ განაცხადა.

მჭედლიძე ამბობს, რომ შალვა შავგულიძეს სიის სათავეში ყოფნა, იმ გუნდთან ერთად უნდოდა ვისაც პარტია არ იცნობდა. მჭედლიძე თვლის, რომ შალვა შავგულიძე „გაიყიდა.“

„შალვას ვთავაზობდით სიის პირველ ნომრობას, არ ვიცი რა გარიგება ჰქონდა სანდრო ბარამიძესთან და უარი განგვიცხადა, ჩემი ინფორმაციით მას უნდოდა სანდრო ბარამიძე ყოფილიყო მეორე ნომერი. მე მაინტერესებდა შალვა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთების შემთხვევაში რა ხედვებს გვთავაზობდა, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკურად გავყიდულიყავით, იქამდეც იყო შემოთავაზებები და ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შალვას ვერ ავყვებოდი, მას სიის სათავეში უნდოდა თავის გუნდთან ერთად, მე შევთავაზე რომ ცალკე გავსულიყავით არჩევნებზე, რაზეც უარი განაცხადა,“ – განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პოლიტიკოსის ინფორმაციით ამ ეტაპზე პარტიის რეიტინგი 1 – დან 3 % – მდე მერყეობს:

„შიდა კვლევებით ორ პროცენტამდე ვართ ასულები, მაქსიმუმ სამი პროცენტი, ცხადია ამ პროცესებმა პარტია დააზარალა, მაქსიმუმი 3 %, – ს ველოდებით და  ესეც შალვას ბრალია, შევიყვანთ ალბათ 2 – 3 ადამიანს.“ – განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები