თბილისის ყვითელი ავტობუსები კვლავ Man -ის ავტობუსებით ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის სრულად განახლდება და ძველი, ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება. თბილისის მერიამ დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრის სიგრძის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. წლის ბოლოს ქალაქს 90 ერთეული MAN -ის ტიპის ახალი ავტობუსი შეემატება.

მისივე ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ეცოდინებათ არის თუ არა დედაქალაქის მარშრუტებზე ავტობუსების  დამატების საჭიროება.

“როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები