„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდნენ და ხაზს უსვამს, რომ საყოველთაო კარანტინის თავიდან ასაცილებლად პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვასა და სხვა ზომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურად სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაზე ან საყვარელი ადამიანების გლოვაზე უარის თქმა დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ,”- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, პოლიტიკამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ ქვეყანაში შეაფერხა.

„სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაყოფას ეროვნულ დონეზე; სადაც ადგილი ჰქონდა აშკარა უპატივცემულობას მეცნიერების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ, არეულობა მოხდა და შემთხვევები და სიკვდილიანობა გაიზარდა. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით: შეწყვიტეთ კოვიდ 19-ის პოლიტიზირება,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები