კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. პოლიტიკოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კუკავა აღნიშნავს, კოვიდინფექციის გამო, ის საარჩევნო კამპანიას წყვეტს.

„თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, – წერს კახა კუკავა.

მსგავსი თემები