“მესამე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ვერ იმუშავა” – ნიკოლ ფაშინიანი

“დღის მეორე ნახევარში დაზუსტებით შეიძლებოდა თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შედგა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„არცახის არმია დილიდან თავშეკავებულად მოქმედებდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში დაზუსტებით შეიძლებოდა თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შედგა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ვერ იმუშავა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთს პრემიერ მინისტრის თქმით, ის გვიან ღამით ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ესაუბრა.

„მაიკ პომპეოს ვუთხარი, რომ ეს მათთვის იყო პირველი შეთანხმება,ჩვენთვის კი უკვე მესამე, ასე, რომ ზუსტად ვიცოდით, რა მოხდებოდა, რომ შეთანხმება დაირღვეოდა, აზერბაიჯანული მხარე კი იტყოდა, რომ ეს შეთანხმება სომხეთმა დაარღვია. მთავარი შეკითხვა, რომელიც მე დავუსვი სახელმწიფო მდივანს იყო, თუ როგორ გაარკვევდნენ, ვინ დაარღვია რეალურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ვიტყვი რა მიპასუხა მაიკ პომპეომ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მსგავსი თემები