“საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები კოვიდპაციენტების მართვის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ჯერჯერობით ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსების საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამჟამად, მობილიზებულია 4 300 საწოლი. სულ ქვეყანაში არსებული საწოლების რეზერვის გათვალისწინებით, შესაძლებელია კიდევ ერთი 4 000-ის მობილიზება. საქართველოს შეუძლია გამოყოს 8 000-მდე საწოლი ისე, რომ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს მედიცინის სხვა მიმართულებებს. 2 500 ოჯახის ექიმია საქართველოში, მათგან 1000 უკვე ჩართულია კოვიდის მართვაში და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ასევე, 50 ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმების უკვე ჩართულია მართვაში. უახლოეს დღეებში კიდევ ექვსი ასეთი კლინიკა ჩაერთვება. საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის, შესაბამისად დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები