“ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა” – ილჰამ ალიევი

“დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ოფიციალურმა ბაქომ დიდი სამუშაო გასწია საერთაშორისო საზოგადოების სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალობის შესახებ ინფორმირებაში.

„ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა და ეს ფაქტი ისტორიულ მტკიცებულებებს ეფუძნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არც კი შეეცადნენ ოკუპანტ სახწელმწიფოზე, სომხეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ“.

„არაერთხელ მოვუწოდე საფრანგეთს, რუსეთსა და აშშ-ს, სანქციები დაეწესებინათ სომხეთისთვის. მთიანი ყარაბაღი ერთადერთი საკითხია, რომელზეც ამ ქვეყნების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა“, – დასძინა ალიევმა.

მსგავსი თემები