თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამეტნო არჩევნები ჩატარდება 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ივნისს გაიმართება.

პრეზიდენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე მხარს უჭერს თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. კანონმდებლობით,  თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი თემები