ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

Სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს პირი, რომელიც დღეს გამთენიისას, ბათუმში ხიმშიაშვილების სახლში, სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიჭრა და ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

Შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ დაკავების ფაქტს, თუმცა ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

Ხიმშიაშვილების ოჯახს გამთენიისას სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი სახლში ფანჯრიდან შევიდა და სახლში მყოფ შუა ხნის კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნის და გამოძიების მსვლელობის შესაბამისად, შესაძლოა საქმე ყაჩაღობის ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს.

მსგავსი თემები