“თურქეთი რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით ისევე დაინტერესებულია, როგორც რუსეთი” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისეთივე უფლება აქვს ჩაერთოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესებში, როგორც რუსეთს.

„თურქეთი რეგიონში კონფლიქტის მოგვარებით და მშვიდობით რუსეთზე არანაკლებ არის დაინტერესებული“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი კონფლიქტში რუსეთის ჩართვას უჭერს მხარს, შესაბამისად აზერბაიჯანი თურქეთის ჩართვას ემხრობა.

„მოლაპარაკებების მაგიდაზე მოსკოვიც და ანკარაც უნდა იყოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს კონფლიქტში თურქეთის ჩართვასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

მსგავსი თემები