თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გულისხმიერი რესტავრაციის მოლოდინში

თბილისის მცხოვრები, მეცნიერი ვიქტორია ჯუღელი სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია ისტორიული შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი რელიეფური გამოსახულება.

​როგორც ინტერნეტმომხმარებელი თავის სტატუსში წერს, ძეგლის გადარჩენის მიზნით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს გადახურვის სამუშაოს ნებართვა სთხოვა, მაგრამ იმდენ ბიორაკრატიულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ ხელი ჩაიქნია.

“კულტურის ძეგლების უმეტესობა თბილისს გარეთაც და თბილისშიც, სადაც მათი რაოდენობა, რამდენადაც ვიცი, 2007 წლისთვის 2000-ს არ აღემატებოდა და მას შემდეგ შემცირდა კიდეც, გულისხმიერ და პროფესიონალურ, კომპლექსურ რესტავრაციას საჭიროებს, თუმცა არაერთ შემთხვევაში მცხოვრებლებსაც შეუძლიათ შეაშველონ ხელი სახლს და მიხედონ მათ, ხელს რომ მერიის არქიტექტურის სამსახური არ უშლიდეს. ერთ-ერთი ამ კულტურის ძეგლის კონკრეტული მონაკვეთის შესახებ მივმართე მერიის არქიტექტურის სამსახურს და ვაცნობე, რომ მისი ნაწილი ლპება და მინდა გადავხურო დაახლოებით 6 კვ.მ. სახურავით, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია, მაგრამ სჭირდება, მით უფრო, რომ არც ერთ მეზობელთან არავითარ მიმართებაში არ იმყოფება. იმდენი საბუთი მოითხოვეს, რომ ხელი ჩავიქნიე. ჰოდა, გუშინ ამავე სახლის სხვა მონაკვეთიდან, კერძოდ კი გარე ფასადიდან, ერთ-ერთი რელიეფური გამოსახულება ჩამოვარდა და დაიფშვნა. გიხაროდენ, თბილისის მერიავ, ასეთი რამ პირადად შენი და შენი თანამშრომლების ”მოღვაწეობის” დამსახურებაა!”, – წერს ვიქტორია ჯუღელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები