თბილისის ბაგა-ბაღებს დამატებითი რეგისტრაციისთვის 7900 ადგილი დაემატება 

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.

როგორც “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა,რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი); სამედიცინოცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილისშემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

მათივე ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:

1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;

2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);

3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;

4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);

5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;

6. სხვა დანარჩენი განცხადებები.

მსგავსი თემები