ქობულეთში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

ქობულეთში ყაჩაღობა მოხდა. მძარცველები თავს დაესხნენ ინკასაციის მანქანას, საიდანაც, სავარაუდოდ, 75 000 ლარი გაიტაცეს. ძარცვა „საქართველოს ბანკთან“ მაშინ მოხდა, როცა ინკასატორმა ბანკიდან თანხა გაიტანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძარცველი მარტო მოქმედებდა. მან ინკასატორს თანხა წაართვა და მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებეი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს “სისხლის სამართლის კოდექსის” 178 -ე მუხლით.

მსგავსი თემები