„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს

ზუგდიდში თავდამსხმელმა, რომელიც უკვე რამდენიმე საათია, “საქართველოს ბანკის” შენობაში მძევლები ჰყავს აყვანილი, კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა – ინფორმაციას შსს ადასტურებს. 

შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა.

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკთან ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული ღონისძიებები.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მსგავსი თემები