“როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის” – გიორგი გახარია

  •  

“ზუგდიდში მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მიმდინარე სპეციალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის.

„ზოგადად, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა თუ კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ, რომ ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ეფექტურად ჩატარდეს და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ამ ხალხს ვაცადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები