“ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები” – ნათია მეზვრიშვილი

“კოვიდინფიცირებულები ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დაისვა.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, – განმარტა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები