„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება” – კახა კალაძე

“დღეიდან მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმითვე, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე უწევთ გარკვეული ზომების მიღება, რათა დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება. დღეიდან მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში. ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, გავაკეთოთ რიგების დაცვა და ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, დამცავი საშუალება, მაქსიმალურად დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობა და ასევე იმ ადამიანების, ვინც მათ ემსახურება. გარდა ამისა, მინდა, დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს და ვემსახურებით ადამიანებს, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადეები ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები