საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპ.კორპუსთან განიხილა მიმდინარე საკითხები, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული გარემო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ესკალაციას. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფრონტაციის დასრულების, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.