ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 140 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1 197 ადამიანი, გარდაცვლილია 28 პაციენტი.

მსგავსი თემები