„როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარამ ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტესტირება გაიარა.
„სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. შესაბამისად,ვაზღვევ ინფიცირების რისკებს როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზემეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება გადაცემის რისკის მატარებელი ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ, ამიტომ, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგანგანსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, არც ერთს პირბადე არ მოგვიხსნია, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.