აუდიტმა სასჯელთაღსრულება შეამოწმა – პრემიები და დანამატები კოლოსარულია

  1. 2017 წელს,  სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროში  175-ჯერ ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაიცა. დასკვნა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ჯამში, გასულ წელს გაცემული პრემია – დანამატი  6 109 030 ლარს შეადგენს.

აუდიტის დასკვნით,  2017 წელს  სამინისტროს აპარატის მიერ გაცემული ხელფასი  51 357 907 ლარია, წოდებრივი სარგო – 848 781 ლარი, პრემია 2 096 033 ლარი, დანამატი კი 6 109 032 ლარი.

ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა, სახელფასო ფონდი უცვლელად დარჩა. თანამშრომელთა რაოდენობა იყო  4587 ერთეული და გახდა  4135 ერთეული,  შრომის ანაზღაურების ფონდი კი უცვლელი დარჩა.

„დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. არის გარკვეული შემთხვევები, როცა აღნიშნული ოდენობის დანამატი დაწესებულების დირექტორებზე ყოველთვიურად გაიცემოდა.

აუდიტის დასკვნაში საუბარია იმ მიზეზებზეც, რის გამოც ხდებოდა თანამშრომლებზე დანამატების გაცემა. ასეთ მიზეზებად სახელდება ზეგანაკვეთური ან განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებით.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ სამინისტრო აღნიშნული ქმედებით კანონმდებლობას არ არღვევდა, თუმცა, ადგილი ჰქონდა  დანამატის თანამდებობრივ სარგოსთან თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელს (რაც 2018 წლიდან მინისტრის ბრძანებით დარეგულირდა და მნიშვნელოვნად შემცირდა).

აუდიტის სამსახურმა რეკომენდაცია გასცა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის რეალური ოდენობით განსაზღვრა მომხდარიყო. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ  სამინისტრომ აღნიშნული რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

მსგავსი თემები