თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, არ სმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, ადამიანებს დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფო ადგილზე ვერ მივიდა ან ვერ გადაიყვანა პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში.
ენდელაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, სტაციონარში თავსდება.
მარინა ენდელაძის თქმით, საკმარისია საწოლების რაოდენობაც.
„მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. ვფიქრობ, ყველა პაციენტი ჯერჯერობით კმაყოფილდება, ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე პირადად ასეთი შემთხვევა არ ვიცი. არსებობს საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.