ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, დექსამეტაზონი ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა.
„ამ დროისთვის კორტიკოსტეროიდი დექსამეტაზონი კვლავ ერთადერთი თერაპიული საშუალებაა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა COVID19-ის წინააღმდეგ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოვიდინფიცირებულ პრეზიდენტს დექსამეტაზონით მკურნალობდნენ.
დექსამეტაზონი სტეროიდია, რომელსაც COVID-19-ის მძიმე ან კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევებში მკურნალობისას იყენებენ, რადგან ის ფილტვებს ფუნქციონირებაში ეხმარება.