„მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო, ბავშვი იქნებოდა ცოცხალი“ – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ვახტანგ ჩიქოვანი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი, ხელს გური ამირხანაშვილსკენ იშვერს და ამბობს, რომ მან არ მიიღო მეგობრების შეთავაზება.

 „მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო და თავისი მეგობარი მოეძებნა, დღეს დიდი ალბათობით 99 პროცენტით ის ბავშვი იქნებოდა ცოცხალი,“ – ამის შესახებ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დახურულ პროცესზე ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა გური ამირხანაშვილზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამირხანაშვილი ემოციური იყო და მათ მანქანაში ყოველგვარი ძალის დატანების გარეშე ჩაუჯდა.

„ემოციური იყო, ამბობდა მე არაფერ შუაში ვარ, არანაირ კომფლიქტში არ მიმიღია მონაწილეობა, არავის არ ვიცნობო. მე ვუთხარი ვისთან ერთად იყავი-მეთქი და მითხრა ჩემს მეგობართან გიორგი შაქარაშვილთან ერთადო. შევთავაზეთ, რომ დაერეკა, კერძოდ ვასილ მახარაძემ უთხრა, მან კი გვიპასუხა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა მის მეგობარს. მან ასევე უარი განგვიცხადა იმ შეთაბაზებაზეც, როდესაც  ჩვენ ვუთხარით, რომ  მოვაძებნინებდით მის მეგობარს და წამო, წამო წავიდეთ თბილისში, დაგვიჯდა მანქანაში თავისი ნებით, არავის ძალით არ ჩაუსვია“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები