“ჩვენი სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი” – კახა კალაძე

  •  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, მხოლოდ ერთი ადამიანი ან კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს, ჩვენი სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი – როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჩოხატაურში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.

როგორც კალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა მისი თქმით, განხორციელებული პროექტების მიუხედავად გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

„ჩოხატაური და მთლიანად გურია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, სადაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ. ადამიანი და მათზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდა. დემოკრატიის განვითარების და განმტკიცების, აბსოლუტურად ყველა სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის გამოწვევად კვლავ რჩება არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა, სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური გავნვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექნილი. სახელმწიფო რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებით გაზრდილია დასაქმება, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტული ნაკადები, რაც რეგიონებში თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვნი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მართალია, კორონავირუსით შექმნილი კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, ბევრი მიმართულება დაზიანდა, თუმცა სახელმწიფომ სწორი, დაბალანსეული პოლიტიკით შეძლო ერთი მხრივ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტურად მართვა, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკური სექტორებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმარება, მათი გვერდით დგომა და სტიმულირება. ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ ყოველდღიური შრომით ერთად დგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““ჩვენი სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი” – კახა კალაძე”

  1. Thank you a bunch for sharing this with all folks you actually recognize what you’re speaking approximately! Bookmarked. Please additionally visit my site =). We could have a link change arrangement between us!