“აფხაზეთი რუსეთს საველე ჰოსპიტალს სთხოვს, რუსეთი პასუხს არ იძლევა” – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო რუსეთს საველე ჰოსპიტალს სთხოვს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადევნებთ თვალს იქაურ მედიას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფზახეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

გამახარიას ინფორმაციით აფხაზები 500 საწოლიან ჰოსპიტალს ითხოვენ, როგორც გამახარია ვარაუდობს, რუსეთის დუმილი უარს ნიშნავს“

„სამი დღის წინ აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრომ თხოვნით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს, რომ მათ აფხაზეთში გახსნან საველე ჰოსპიტალი 500 საწოლიანი, ჯერ -ჯერობით ვადევნებთ თვალს იქაურ მედიას და პასუხი არ ჩანს, არანაირი პასუხი ამ ოფიციალურ თხოვნაზე აფხაზეთს ჯერ არ მიუღია.

ჩვენ სამწუხაროდ ზუსტი ციფრი იქიდან გადმოსული ადამიანების არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ათეულობით ადამიანია გადმოსული სამკურნალოდ, ბევრი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა უკან, ბევრი დღესაც აგრძელებს მკურნალობას, მე მაქვს სოხუმიდან გადმოყვანილი პაციენტების მადლობის წერილი ქართველი ექიმების მიმართ,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები