„აფხაზეთში ვირუსთან დაკავშირებით რთული ვითარება შეიქმნა, არის დიდი ნაკლებობა ტესტების და შესაბამისად ტესტირებულთა რაოდენობა არის მცირე“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.
გამახარიას ინფორმაციით ტესტირებულთა უმრავლესობა ინფიცირებულია, მისივე განცხადებით, ათეულობით აფხაზი მკურნალობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის:
დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ტესტირებულთა 30 % – ზე მეტი არის ინფიცირებული, 285 ტესტირებულიდან 100 დაინფიცირებულია, საერთო ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 2579 – ს, გარდაცვლილია 29 ადამიანი.
მათ აქვთ გუდაუთაში ერთადერთი ჰოსპიტალი,სადაც მცირე ადგილებია და ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული , უმეტესობა სახლში არიან, აქედან გამომდინარე ცხადია რამდენად რთული ვითარებაა აფზახეთში,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“
“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.