თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან ხუთი თბილისში გარდაიცვალა, სამი – ბათუმში, ორი – იმერეთში, ერთი კი გორში.
მისივე განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 714 აქტიური შემთხვევაა.
„აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714, მათ შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ზე მეტია“, – აღნიშნა ენდელაძემ.