შიდა ქართლში კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა გორის #9 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.
შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში 787 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
რეგიონში „კოვიდ-19″“-ის სულ 153 შემთხვევაა დადასტურებული.