ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 129 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ გაგრის, ოჩამჩირისა და სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოებშიც.

საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 2600-მდე ფაქტია დაფიქსირებული, გარდაცვლილია 27 ადამიანი.

მსგავსი თემები