გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში – არასრულწლოვნების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან.
გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის ინფორმაციით, დასაკითხია ბრალდებული 5 პირი, რადგან არასრულწლოვანი ზ.ხ. წინა პროცესზე დაიკითხა. მისივე თქმით, ბრალდებულების დაკითხვით სასამართლო გამოძიება დასრულდება.
მათ სასამართლო ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.