„მადლობა რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალკავძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის საპასუხო წერილს გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები „სასაცილო არ არის“
„ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია.
“პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს..“ – განაცხადა თალაკვაძემ.