41 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება

ბათუმში მდებარე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ქალის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

უწყებაში გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლიას ასახელებენ.

„გარდაიცვალა 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში. მას კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს. იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდსასტუმროში. დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები