„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები“ – ლია მუხაშავრია

“ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა , რაც გადაიზარდა  მათ დაპატიმრებაში,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ – ერთმა ლიდერმა, ლია მუხაშავრიამ განაცხადა.ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მეცნიერების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები პოლიტიზირებულია:

„ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო  და დაუსაბუთებელი.

მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ  არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში,  ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინ ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული.“ – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მსგავსი თემები