ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს დაიცავს ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების მოწყობის საჭიროება არ დადგება.
“კვალიფიციური ექთნები ეს ჩვენი პრობლემაა ბოლო 20 წლის მანძილზე. ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს 3-4 ექთანი, მაგრამ მოდის ერთზე ნაკლები. ჯანდაცვის კომიტეტი ამას ვერ გააკეთებს მხოლოდ, ექთნების პროფესია უნდა დაფასდეს. ამას შეიძლება ერთი გადაცემა მივუძღვნათ და ვერ ამოვწუროთ. ახლა რაც უნდა გაკეთებულიყო ის არის, რომ არსებული კადრების მობილიზებაა საჭირო. მოხალისეებად მობილიზებაზეც შეიძლება საუბარი ბევრს აქვს სამედიცინო განათლება.
რამდენად ადეკვატურად გადამზადნენ ეს ექიმები ამას დავინახავთ კოვიდის სისტემაში. კამათი ამ თემებზე არის ფუჭი, ჩვენ ყველა დავინახავთ როდესაც ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა მოიმატებს, რამდენად გამოიყენეს დრო და რესურსი ადეკვატურად. შეიძლებოდა რაღაცების უკეთ გაკეთება, მაგრამ ამას შემდეგშიც გავითვალისწინებთ, საზოგადოებას კი შეგვიძლია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ყველაფერი. თუ ამ ყველაფერს ვიზამთ სისტემა გაუძლებს.
რაც შეეხება საველე ლაზარეთები, ვფიქრობ რომ, თუ ეპიდემიოლოგიური ბარიერი მთლიანად მოირღვა საველე ჰოსპიტლები კი არა შეიძლება არაფერი არ გვეყოს. მაგრამ, თუ ნელ-ნელა გაიზარდა ინფიცირეებულთა რაოდენობამ ამას სისტემამ უნდა გაუძლოს,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძის თქმით, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციებს ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში სეზონური გრიპის თავიდან არიდებაც შესაძლებელი გახდება.