კახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 115 მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 115 მდე გაიზარდა,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში COVID-19-ის ინფექციის ზრდის მიუხედავად, ეპიდსიტუაცია მართვადია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ლაბორატორიულად დადასტურებული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 24 ინფიცირებული ყვარელში, ლაგოდეხში – 21, ახმეტა -19, თელავი – 13, გურჯაანი – 16, დედოფლისწყარო – 4 და სიღნაღი -18, საგარეჯოში კი ამ დრომდე ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რეგიონში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთაგან, 56 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.    

მსგავსი თემები