სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, პაციენტი ახალციხეში ინფიცირებული ექიმების კონტაქტია.
გიორგი მიქელაძის თქმით, ასაკიანი ქალი ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გულისა და ფილტვის უკმარისობით შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას მას კორონავირუსი არ დადასტურებია. მედიკოსების დაინფიცირების შემდეგ, ქალს ვირუსზე კვლევა განმეორებით გუშინ, 14 ოქტომბერს ჩაუტარდა. იგი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 85 წლის ქალი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.