“დეკანოზი საჭიროებს ნევროლოგიურ კვლევებს” – ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატი

პენიტენციური სამსახური ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. უწყება განმარტავს, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ დამძიმებულა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის აუცილებლობა არ არსებობს.

საპირისპიროს ამტკიცებს მამალაძის ოჯახი და ადვოკატი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოინახულებს. ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა და დეკანოზი ნევროლოგიურ კვლევებს საჭიროებს.

“გავრცელებული განცხადებით ისინი არ აპირებენ გადაიყვანონ პატიმარი სამედიცინო კლინიკაში. მე თვითონ არ მინახავს სასჯელაღსრულების ეს განცხადება, რასაც თქვენ მეუბნებით ეს გაუგებარია, იმიტომ, რომ ოთხშაბათს საღამოს თავად დამიკავშირდა დეკანოზი და მას თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა. ბოლო ნევროლოგიური სახის კვლევა მას ჩაუტარდა იანვარში, მას შემდგომ არ ჩატარებია. მის შემთხვევას გარკვეული პერიოდი მართავდა ნევროლოგი, თუმცა მარტის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანმა დატოვა სამსახური, მარტის თვის შემდგომ ფაქტობრივად ნერვოლოგის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი,” – განაცხადა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სისხლის სამართლის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მსგავსი თემები