მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – მომღერალი ამ დროისთვის სახლში იმყოფება და ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს.

ნოდიკო ტატიშვილმა კორონავირუსზე შემოწმება ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ის სახლში რჩება და ამბობს, რომ დამატებითი რეკომენდაციებისთვის არავინ დაკავშირებია.

“მე მქონდა ხუთშაბათს შეხება ერთ-ერთ ქალბატონთან, ოღონდ ფიზიკურად ახლოს არა, არც გადამიკოცნია, არც ხელი ჩამომირთმევია, უბრალოდ მას გვიან მისცა სიცხე, მეორე დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მე ჩემი გადაწყვეტილებით გადავედი თვითიზოლაციაში. გუშინწინ აღმოჩნდა სუსტად დადებითი, გუშინ კიდევ გადაამოწმეს და დადასტურდა. არ ვარ ცუდად და ტემპერატურა დღეს დილით მქონდა 35.5, გუშინ საღამოს მქონდა 37.3,” – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

მსგავსი თემები