“პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს”- საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება.

ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს. 

სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს არ უჩენს ოპოზიციას. პოზიტიური პროგნოზების მიუხედავად​, ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ეკონომიკური რეცესიის შეჩერებას ვერ შეძლებს. მათი აზრით, ამის დასტური საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 პროცენტამდე ზრდაც არის. 

ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში არ იზიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გეგმურზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. 

მსგავსი თემები