„კომისიის წევრები და თავმჯდომარეები ივერი მელაშილის პოზიციას ამაყარებენ“ – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მტავართან“ აცხადებს, რომ, პროურატურის მიერ დაკითხული კომისიის წევრები ივერი მელაშვილის პოზიციას ამყარებენ.

როგორც ედუარდ მარეკაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განცხადებები, რასაც საჯარო პირები აკეთებენ, ჩვენებებისგან აცდენილია.

„ჩვენებები, რომლებიც საქმეში დევს, აცდენილია საჯარო განცხადებებს  და მყარდება ივერი მელაშვილის ჩვენებები  კომისიის სხვა წევრებისა თუ თავმჯდომარეების მხრიდან. თითქმის ყველა, კომისიის წევრი თუ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 1:200 000 იანი მასშტაბის. ე.წ. სადაო რუკები მათ განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს რუკები არ იქნებოდა გამოყენებული კომისიის მიერ,“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი  ივერი მელაშვილი  და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა.   საუბარია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე, რომელიც დავით გარეჯის მონაკვეთს ეხება.    

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

მსგავსი თემები