“ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ? მთავრობა არ მონაწილეობდა ამაში?” – მიტროპოლიტი იოანე გარეჯის საქმეზე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებასა და არჩევნებს შორის კავშირს ვერ ხედავს. მიტროპოლიტი იოანე იმაზეც აკეთებს მინიშნებას, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ 2 ადამიანზე არ უნდა იყოს, რადგან პროცესებში ყოფილი მთავრობაც მონაწილეობდა.

“ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ? მთავრობა არ მონაწილეობდა ამაში? მთავრობის გარეშე შესაძლებელია ასეთი რუკა ოფიციალური გამხდარიყო? როცა გახდა ცნობილი მაშინ გაცხადდა და არჩევნებთან რა კავშირშია, არ ვიცი,” – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

მსგავსი თემები