“აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მუშობა ამ კომისიების, სენსიტიური თემაა” – ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია კომისიების შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

„მასალები გადავეცით და აზერბაიჯანული მხარე დიდი ალბათობით სწავლობს ამ მასალებს, შესაბამისად, ეს პოზიცია უკვე უშუალოდ კომისიების შეხვედრებზე იქნება ცნობილი . ამ შეხვედრის შემდგომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრა არ ყოფილა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის.

თვითონ ამ დოკუმენტაციაზე მუშაობა, მათ შორის, აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, მათ შორის, ეს შეხვედრაც იყო სექტემბრის ბოლოს, როცა ამ მასალების გადაცემა მოხდა. ეს არის საქართველოს შიდა საქმე და ამაზე თვითონ აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და ჩვენმა მინისტრმა და ქართულმა მხარემაც და ყველგან , როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მუშობა ამ კომისიების, რა თქმა უნდა, სენსიტიური თემაა, მაგრამ მიმდინარეობს იმ ფორმატში, რომელიც შეესაბამება და ეკადრება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მე არც ერთი მხარიდან იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რომელიმემ ეს პროცესი გადაიყვანოს დაძაბულობის ხაზში,“- განაცხადა დარსალიამ.

მსგავსი თემები