„ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“ – მეუფე მიქაელი დავით გარეჯის თემაზე

სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს, – ამის შესახებ ჟურნალსტებს ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა  განუცხადა.

მეუფის განმარტებით, სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება.

„სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი, როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,-აღნიშნა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის საკითხის შესაძლო განხილვის კომენტირებისას.

მსგავსი თემები