პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. ჭურვის აფეთქება მისი განეიტრალების მცდელობისას მოხდა. სამხედრო სპიკერის განცხადებით, აფეთქების დროს სამხედროები უსაფრთხო მანძილზე იმყოფებოდნენ და შედეგად არავინ არ დაშავებულა.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი 2019 წლის სექტემბერში, საპორტო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის პროცესში, საჭირო გახდა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

მსგავსი თემები