რუსეთი, მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება შესაძლოა რუსი სამხედრო დამკვირვებლების მიერ განხორციელდეს, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა თქვან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან,“- აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი თემები