„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება – სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული” – გიორგი გახარია

ჩვენს ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველის ტაძარში განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია და დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.

„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება – სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. საქართველოს მოქალაქეებს, ექიმებს, ეკლესიას, მთავრობას, ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი ძლიერი მტერი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში სვეტიცხოვლობას ვულოცავ პატრიარქს და ყველა მოქალაქეს და მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები