„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით კორონავირუსი „მთიებშიც“ დაფიქსირდა

კორონავირუსი სკოლა პანსიონ IB მთიებშიც დადასტურდა. კერძოდ, ვირუსი მესამე კლასელ მოსწავლეს აღმოაჩნდა. კონკრეტული კლასის მოსწავლეები სახლში გაუშვეს.

როგორც ინფიცირებული კლასელის მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვები „ონლაინ სწავლებაზე“ გადაიყვანეს და დახურულია მხოლოდ კონკრეტული კლასი.

„ძალიან არადექვატურ მიდგომაა. დაგვიბარეს, გვითხრეს რომ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა და ბავშვები გამოგვაყოლეს სახლში. ამის იქით არც არავის მოუკითხივართ, არც არანაირი ტესტირება, სრულიად გაუგებარი სიტუაციაა. როცა ერთ კლასში იყო 23 მოსწავლე და აქვე იყო ინფიცირებული, არ უნდა გამოეკვლიათ ბავშვები, ხომ შეიძლება ვინმეს გადაედო ვირუსი“ – განუცხადა მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.            

მსგავსი თემები