კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან, 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: სამწუხაროდ, შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, 44 პროცენტია, რაც შეესაბამება 297 ახალდადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში ინფიცირების რაოდენობა მცირედით შემცირდა, 189 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 150 ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. კერძოდ, შიდა ქართლში არის 12 შემთხვევა, ქვემო ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში- ცხრა, გურიაში- ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – სამი, კახეთში არის ორი და სამცხე-ჯავახეტში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები