ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ ევროკავშირი თვალს ადევნებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“.

„მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მოლაპარაკებებს მინსკის ჯგუფის ეგიდის ქვეშ“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

მსგავსი თემები